no image
საპროექტო სამუშაოები

წარმატებულ მშენებლობას საფუძვლად უდევს გონივრული პროექტის მომზადება, რაშიც კომპანია Fullcondition მაქსიმალურად იყენებს თავის რესურსს და გამოცდილებას. საპროექტო სამუშაოები გულისხმობს პროექტის დამტკიცებას შესაბამის მუნიციპალიტეტში და მოიცავს შემდეგი სახის სამუშაოებს:

პროექტის ვიზუალის შეთანხმება დამკვეთთან
ტოპოგრაფიული რუკის მომზადება
მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა (გაპი)
საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის სქემების მომზადება
მწვანე ნარგავების ხარისხობრივი შეფასება და საექსპერტო დასკვნის მომზადება
მშენებლობის ორგანიზაციის პროექტის მომზადება (მოპი)
არქიტექტურული პროექტის მომზადება
კონსტრუქციული პროექტის მომზადება
კონსტრუქციული პროექტის საექსპერტო შეფასების მომზადება
საინჟინრო-გეოლიგიური ანგარიშის მომზადება
გეოლოგიური ანგარიშის საექსპერტო დასკვნის მომზადება
ნაკვეთზე არასასურველი ნაგებობის შემთხვევაში, დემონტაჟის პროექტის მომზადება
პროექტის შეთანხმება საქალაქო სამსახურთან და მშენებლობის ნებართვის აღება
დამტკიცებული პროექტის ხარჯთაღრიცხვის მომზადება